ჩიქუნეთის საჯარო სკოლის გუნდმა ფრენბურთის შეჯიბრში თასი მოიგო
31-03-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ თამაშებსა თუ აქტივობებში მუდამ ხალისით და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის გუნდმა ფრენბურთში წარმატებას მიაღწია. ხელვაჩაურის საჯარო სკოლებს შორის ვაჟებს შორის ფრენბურთში სპორტული თამაშები გაიმართა, სადაც ჩიქუნეთის საჯარო სკოლა ფინალში გადავიდა და თასი მოიგო.

აღსანიშნავია, რომ სპორტის პედაგოგი თამაზ ქოქოლაძე გახლავთ.

„გილოცავთ და ბევრ წარმატებებს გისურვებთ. გუნდში წარმატებულ მოთამაშეს, ხელვაჩაურის საკრებულომ საჩუქრად ბურთი გადასცა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203