ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეთა მინი კომპანია სამეწარმეო განათლების ფესტივალში მონაწილეობდა
31-03-2022

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ ქუთაისის ფილიალის მოსწავლეთა მინი კომპანია Second Life სამეწარმეო განათლების ფესტივალში მონაწილეობდა. 

მინი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ხელნაკეთ, ულამაზეს სანათებს, ლამპებსა და დეკორატიულ მანათობელ ქილებს.

ფესტივალი 26 მარტს, თბილისი მოლში ჩატარდა. იგი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) პროექტის „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში თიბისი ბანკთან თანამშრომლობით გაიმართა. 

აღსანიშნავია, რომ „პროგრესი“ გუნდი მოხვდა იმ 30 მინი კომპანიას შორის, რომლებიც ფესტივალში მონაწილეობდა. სკოლის ქუთაისის ფილიალში ბიზნეს განათლების მიმართულებას ნანა კუპრეიშვილი ხელმძღვანელობს.

სკოლა ნანა მასწავლებელს და მის გუნდს წარმატებას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203