კაჭრეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინტერესო პრეზენტაციები გამართეს
31-03-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის კაჭრეთის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ და ამავდროულად, შემეცნებით აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით VIIIა, IXა და X კლასების მოსწავლეებისთვის პრეზენტაციები: „საქართველოს ტყეები“, „10 მისტიკური ტყე მსოფლიოში“, „ყველაზე ლამაზი ტყეები„, „პლანეტის ფილტვები“ და „ტყე სიცოცხლის წყაროა“ მოამზადეს.
პრეზენტატორები: ნია აროშვილი, თამარ ბაცანაძე და ნინი კოღოშვილი გახლდნენ, ხოლო ეკოკლუბის ხელმძღვანელი ნინო გეთიაშვილია.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის აღნიშნულია აქტივობა მეტად საინტერესო, ინფორმაციულად დატვირთული იყო და ბავშვებმა მნიშვნელოვან საკითხებზე დამატებითი ცოდნა მიიღეს.