ხოჯორნის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ჰუსეინ აბდურახმანოვმა თოვლისგან სკულპტურები შექმნა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლას ბევრი გამორჩეული პედაგოგი ჰყავს. მაღალ პროფესიონალიზმთან ერთად მასწავლებლები სხვადასხვა ნიჭით არიან გამორჩეულნი.
ერთ-ერთი გამორჩეულად ნიჭიერი პედაგოგი კი ჰუსეინ აბდურახმანოვია, რომელმაც თოვლისგან სკულპტურები შექმნა. მასწავლებელმა ასევე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ქანდაკებაც მიუძღვნა, რომელშიც ემოციები ჩააქსოვა.
„მარტის თოვლი ბევრისთვის დამღლელი იყო, მაგრამ ჩვენი სკოლის მასწავლებლისთვის, ჰუსეინ აბდურახმანოვისთვის შთაგონების წყარო აღმოჩნდა. მან თოვლის ფიგურებით საკუთარ ეზოში არაჩვეულებრივი გამოფენა მოაწყო. ერთ-ერთი ქანდაკება - დედა შვილით ხელში, უკრაინის სოლიდარობის ნიშნად გამოაქანდაკა. სოენ (ასე ვეძახით მას) მასწავლებლის ნახატების გამოფენა ორი წლის წინ მოეწყო ჩვენს სკოლაში და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. სამწუხაროდ, თოვლის ფიგურები ჩვენ მხოლოდ ფოტოებზე ვიხილეთ, მაგრამ ნამდვილად არ გაგვჭირვებია მისი ნიჭი გვეღიარებინა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: