თბილისის N212 სკოლის მე-2 კლასის ხელმძღვანელმა, ირმა პავლიაშვილმა შთამბეჭდავი საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარა
31-03-2022
ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის თბილისის N212 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-2 კლასის ხელმძღვანელმა, ირმა პავლიაშვილმა ქართულში საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარა, რომელსაც მშობლები და შეფასების ჯგუფის წევრები დაესწრნენ.

მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში ძალიან დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ და საკუთარი ცოდნა მაქსიმალურად გამოავლინეს. მოსწავლეებს მსგავსი გაკვეთილები ცოდნასთან ერთად დამატებით უნარ-ჩვევებსაც სძენს.

„მშობელთა აქტიური ჩართულობა ხელს უწყობს სწავლის ხარისხის ამაღლებას, ზრდის სწორ დამოკიდებულებასა და ეფექტურ კომუნიკაციაშიც გვეხმარება, მათი ასეთი აქტიურობა მისასალმებელია! წარმატებები ჩვენს პატარებს!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203