თბილისის N120 საჯარო სკოლის საფეხბურთო კლუბმა მინი ფეხბურთის ტურნირში წარმატებით იასპარეზა
თბილისის N120 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ტურნირებსა თუ ჩემპიონატებში ყოველთვის აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის საფეხბურთო კლუბმა „მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2022“-ში წარმატებით იასპარეზა. ვაჟთა შორის პირველი ტური 26 მარტს ჩატარდა.
სკოლის საფეხბურთო კლუბი სკოლა - ლიცეუმ „პრომეთეს“ გუნდს შეხვდა და ანგარიში 3:0 დაასრულა. აღსანიშნავია, რომ სკოლის გუნდის მწვრთნელი ვაჟა პატარაშვილი გახლავთ.
„ვულოცავთ! შემდგომი გამარჯვებები N120 სკოლის გუნდს!“, - აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები: