ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე ძალიან საინტერესო და ლამაზი ნამუშევარი შექმნეს. ნიჭიერმა მოსწავლეებმა ქვებისგან მუყაოსგან და სხვადასხვა მასალებისგან საინტერესო მაკეტი დაამზადეს.
აღსანიშნავია, რომ ნიჭიერი მეათეკლასელების ხელოვნების პედაგოგი ანუშ მურადიანი გახლავთ.