დმანისის N2 საჯარო სკოლაში 2 უკრაინელი მოსწავლე ჩაირიცხა
31-03-2022
დმანისის N2 საჯარო სკოლაში უკრაინიდან ჩამოსული ორი მოსწავლე ჩაირიცხა.

უკრაინელ მოსწავლეებს სკოლაში დიდი სიხარულით დახვდნენ და ყველა საჭირო პირობა შეუქმნეს, რათა ბავშვებს თავი მაქსიმალურად კომფორტულად და უსაფრთხოდ ეგრძნოთ.

აღსანიშნავია, რომ ბავშვები ახალ მოსწავლეებს სიყვარულით დახვდნენ და მცირე სიმბოლური საჩუქრებიც კი დაახვედრეს. ახალ თანაკლასელებს, ასევე ტკბილეულითაც გაუმასპინძლდნენ.

სკოლის თითოეული მოსწავლე, პედაგოგი თუ თანამშრომელი უკრაინელ ხალხს სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203