ქუთაისის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ სპიკერების კონკურსი ჩატარდა
31-03-2022

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალში სპიკერების კონკურსი ჩატარდა.

ღონისძიებაში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

კონკურსის ზოგადი თემატიკა იყო ომი და მშვიდობა. მონაწილეებმა აქცენტები გააკეთეს მათთვის სასურველ კონკრეტულ საკითხებზე და წინასწარ მომზადებული სიტყვით წარდგნენ აუდიტორიის წინაშე. 

მოსწავლეთა შეფასებისას ჟიურის წევრები რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმით ხელმძღვანელობდნენ:

  • არჩეული საკითხის რელევანტურობა მთავარ თემატიკასთან.
  • მონაწილის თავდაჯერებულობა;
  • აუდიტორიასთან კომუნიკაცია;
  • შინაარსობრივად და გრამატიკულად გამართული საუბარი.

საბოლოოდ, საპრიზო ადგილები ასე განაწილდა:

I ადგილი-ადრია წიქორიძე;
II ადგილი-არჩილ ლომაშვილი;
III ადგილი-ლევანი ჩანქსელიანი.

ასევე, TOP სპიკერების წოდება მიენიჭა ელენა სილაგაძეს და ანანო კვინიკაძეს.

გამარჯვებულ მონაწილეებს სკოლისგან სერტიფიკატები და ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.

კონკურსი დებატების კლუბის ინიციატივით ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ კლუბს ხელმძღვანელობს ჩვენი სკოლის მეწარმეობის მასწავლებელი თომა ეგუტიძე.

„ჩვენი მოსწავლეების მიერ ჩატარებული ეს აქტივობა კიდევ ერთხელ ეხმაურება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და გამოხატავს მათდამი სოლიდარობას“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203