განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომან სურმანიძე ბათუმის მერიის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრად აირჩიეს
31-03-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის გამორჩეულმა მოსწავლემ, რომან სურმანიძემ მშობლიური სკოლის სასახელოდ კიდევ ერთ უდიდეს წარმატებას მიაღწია.
რომან სურმანიძე ბათუმის მერიის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრად აირჩიეს; წარმატებული მოსწავლე ახლა საკუთარ მუნიციპალიტეტისა და თანატოლების სასიკეთოდ კიდევ უფრო მეტ ქმედით ნაბიჯებს გადადგამს. აღსანიშნავია, რომ საბჭო 15 ახალგაზრდით არის დაკომპლექტებული.
„ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია ვემსახურო ახალგაზრდებს მათი ხმა ვიყო ბათუმის მუნიციპალიტეტში. ჩემო ახალგაზრდებო მადლობა მხარდაჭერისთვის თქვენ ხართ ჩემი მამოტივირებელი. მთავარი მისია ჩემი იქნება რომ: ა) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში და გადაწყვიტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების სრულფასოვანი მონაწილეობა, ახალგაზრდული საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინების თვალსაზრისით; ბ) ახალგაზრდების ინფორმირება, ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე მოვლენების, პროგრამების/ქვეპროგრამების და სიახლეების შესახებ; გ) ჩემსა და ახალგაზრდებს შორის იყოს მჭიდრო ურთიერთობა და ეფექტური უკუკავშირი“, - აღნიშნულია რომან სურმანიძის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის