„სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი!“- ჩაქვის N2 სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა აქტივობით გამოუცხადეს
ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლაში უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.სკოლის მოსწავლეები უკრაინაში მიმდინარე მდგომარეობას სხვადასხვა აქტივობებით გამოეხმაურნენ. მათგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნახატების შექმნა და გამოფენის მოწყობა იყო, რომელიც სლოგანის - „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი“ ფონზე წარიმართა.
„მოსწავლეებმა, მოძმე უკრაინაში უსამართლო და უთანასწორო ომის დაგმობის მიზნით სკოლაში განახორციელეს სხვადასხვა აქტივობები; სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა აღნიშნულ აქტივობაში მონაწილე მოსწავლეებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: