ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესის“ მოსწავლე მარიამ ჯვარშეიშვილმა საჯარო გამოსვლის კონკურსში გაიმარჯვა
31-03-2022

ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესის“ მოსწავლე მარიამ ჯვარშეიშვილმა საჯარო გამოსვლის კონკურსში გაიმარჯვა. 

Public Speaking-ის კონკურსი English Speaking Union-ის ორგანიზებით ჩატარდა. კონკურსს ესწრებოდა და ჟიურის ერთ-ერთი წევრი გახლდათ ბრიტანეთის ელჩი საქართველოში. წელს კონკურსის თემა იყო - Our real choices are made without us realizing it.

„ძალიან დიდი გამოცდილება იყო ეს კონკურსი ჩემთვის და ძალიან ბედნიერი ვარ. ყველაზე დიდი თავდაჯერება და საკუთარი თავის რწმენა ჩვენი სკოლის დებატკლუბმა მომცა, ისეთ სერიოზულ თემებზე ვდებატობთ და მერე სხვებს ვედებატები, რომ ეს დიდ თავდაჯერებას მაძლევს. ასევე დუბაიში საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობამაც შემძინა უდიდესი გამოცდილება და ეს ყველაფერი დამეხმარა დღევანდელ გამარჯვებაში. ახლა დებატების კონკურსისთვის ვემზადები და ერთი სული მაქვს როდის მოვა ეს დღე“,- აღნიშნავს მარიამ ჯვარშეიშვილი.

სკოლა მოსწავლეს წინსვლასა და წარმატებას უსურვებს. 

დებატკლუბს „პროგრესში“ სოფო ბოლქვაძე ხელმძღვანელობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203