ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის 12-მა მოსწავლემ izrune.ge-ს ოქროს დიპლომი მოიპოვა
31-03-2022

ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

ამჯერადაც, მოსწავლეებმა - ლუკა კვირჩილაძემ, საბა იმნაიშვილმა, ნია თოდუამ, ნუცა ლოდიამ, გაბრიელ ბერძენიშვილმა, გიორგი შარაშიძემ, მარიამ მახარაძემ, ლუკა მახარაძემ, ნიკოლოზ გოგიტიძემ, ბარბარე ჩიტაიშვილმა, გიორგი ჩხაიძემ და ლინდა ხარაბაძემ izrune.ge-ს მარტის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და ოქროს დიპლომები დაიმსახურეს.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203