„ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის I კლასში საინტერესო პროექტი მიმდინარეობს
31-03-2022
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
ამჯერად, I კლასში პედაგოგმა, მანანა გვასალიამ პატარა მოსწავლეებს მეტად საინტერესო პროექტი - „ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე...“ შესთავაზა.
პროექტის ფარგლებში ნიჭიერმა მოსწავლეებმა ოთხფეხა მეგობრებზე ინფორმაცია მოიძიეს, დაწერეს ესე - „ნორჩი მზრუნველი“, შექმნეს ნახატები და მოამზადეს ფოტომასალა.
აღსანიშნავია, რომ პროექტი კვლავ გრძელდება და ბავშვები დიდი ხალისით არიან ჩართულები.