ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესის“ მე-6 კლასის მოსწავლეებმა როალდ დალის წიგნის გმირები გააცოცხლეს
31-03-2022

ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესის“ მე-6 კლასის მოსწავლეებმა როალდ დალის „ჯეიმსი და გიგანტური ატმის“​ გმირები გააცოცხლეს. აქტივობის მიზანი იყო დახმარებოდა მოსწავლეებს ნაწარმოების უკეთ გაგებაში. 

მოსწავლეებს აქტივობა მასწავლებელმა ნინო ბურჯანაძემ შესთავაზა. მოსწავლეები მასში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და შემოქმდებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„როალდ დალის „ჯეიმსი და გიგანტური ატმის“ წაკითხვის შემდეგ, მე-6 კლასელებმა ეს ამბავი გააცოცხლეს და დეკორაციები და გმირები საკუთარი ხელით შექმნეს. ეს აქტივობა კარგი საშუალება იყო მოსწავლეებისთვის წიგნის უკეთ გასაგებად, რომელიც შეიძლება რთული იყოს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის. ეს მათ საშუალებას აძლევდა არა მხოლოდ წაეკითხათ მისი ნაწარმოებები, არამედ საკუთარი ნაწარმოებებიც შეექმნათ. დალის შესწავლა ასევე დაეხმარა მათ გაეგოთ მოსაზრება, რომ კომედია და დრამა შეიძლება შერწყმული იყოს, რათა შეიქმნას კარგი ნამუშევარი“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203