გაიცანით, ჭალადიდის საჯარო სკოლის მე-2 კლასის ნიჭიერი მოსწავლე, მხატვრული კითხვის ოსტატი საბა არველაძე
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი და აქტიური მოსწავლე სწავლობს.სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლე კი მეორეკლასელი საბა არველაძე გახლავთ. ნიჭიერი მოსწავლე დამსახურებული პედაგოგის, ლუიზა ფირცხელავას აღსაზრდელია.
მეორეკლასელი მოსწავლე, სკოლაში გამართულ ღონისძიებებში მუდამ მონაწილეობს. საბა გარდა იმისა, რომ მეტად პასუხისმგებლიანი, მოწესრიგებული და სწავლის მოყვარული მოსწავლეა ასევე, კარგი დიქცია აქვს, რაც ხელს უწყობს, რომ სხვადასხვა აქტივობებში წარმატებით ჩაერთოს. იგი მხატვრულად ოსტატურად კითხულობს და კარგი დეკლამატორია.
აღსანიშნავია, რომ საბა ასევე აქტიურად არის ჩართული მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -
izrune.ge და არაერთი წარმატების დამადასტურებელი დიპლომი აქვს მოპოვებული. მისი დამსახურებული დიპლომები სპეციალურ სტენდზეც კი არის განთავსებული.
იხილეთ ვიდეომასალა: