„ჩვენი უფლებები და ვალდებულებები“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის V კლასში კლასის საათი ჩატარდა
31-03-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, Vბ კლასში, სკოლაში მიმდინარე პროექტის - „მე მნიშვნელოვანი ვარ“ ფარგლებში ჩატარდა კლასის საათი თემაზე - „ჩვენი უფლებები და ვალდებულებები“.
მოსწავლეებმა ისაუბრეს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ანსამბლეის მიერ 1989 წელს მიღებული „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“, შესახებ; თავიანთი ხელით გადაწერეს, გააფერადეს და ერთმანეთს გააცნეს კონვენციის ზოგიერთი მუხლი; ასევე, უყურეს ანიმატორების მიერ შექმნილ მოკლემეტრაჟიან ფილმს სახელწოდებით „ბავშვის უფლებათა კონვენცია ანიმაციაში“, რაც სწავლების პროცესის გამრავალფეროვნებაში დაეხმარათ. მოუსმინეს და თავადაც იმღერეს unicef მიერ შექმნილი სიმღერა We've all got Right (ჩვენ ყველას გვაქვს უფლებები).
აღსანიშნავია, რომ საგაკვეთილო პროცესი იყო შემეცნებითი, მხიარული და მრავალფეროვანი, რამაც ბავშვების დიდი მოწონება დაიმსახურა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის