ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგი ესტონეთში ტრენინგ-შეხვედრებს ესწრებიან
31-03-2022
ზესტაფონის N1 საჯარო სკოლა სხვადასხვა პროექტებსა თუ ღონისძიებებში მუდამ აქტიურად მონაწილეობს.
ამჯერად, სკოლა პროექტში - CLANBEAT აქტიურად არის ჩართული. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ესტონეთის საელჩოა.
„პროექტის ფარგლებში საქართველოდან 14 სკოლის წარმომადგენელი, მათ შორის ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნონა გორგოძე და პედაგოგი ინგა ცხადაძე ესტონეთში მივლინებით იმყოფებიან, რათა ადგილზე გაეცნონ და დააკვირდნენ - „კლანბეითის“ დანერგვის პროცესს; რომ გაზიარებული გამოცდილების შემდეგ ჩვენც წარმატებით განვახორციელოთ პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს სკოლის კლიმატ-კულტურის გამრავალფეროვნებას, საშუალებას მისცემს მოსწავლეებს მუდმივად ვითარდებოდნენ და შეძლონ თავიანთ ფსიქო-ემოციურ ფაქტორებზე დაკვირვება საკუთარი სწავლის მხარდაჭერის მიზნით. ტრენინგ-შეხვედრები ესტონეთში მიმიდინარე სამუშაო კვირის ბოლომდე გაგრძელდება. წარმატებასა და პოზიტიურ შედეგებს ვუსურვებთ პროექტსა და მასში მონაწილე ყველა სკოლას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის