„ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი არჩევანია“ - დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
31-03-2022
დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
აღსანიშნავია, რომ სკოლა ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ჰაბთან აქტიურად თანამშრომლობს.
მე-8 კლასის მოსწავლეებისა და მათი ინგლისური ენის პედაგოგის, მაია ლიპარტელიანის აქტიური ჩართულობითა და ბრიტანეთის საბჭოს თანადგომით სკოლაში პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი არჩევანია“ განხორციელდა.
პროექტის დასრულების შემდეგ, ბრიტანეთის საბჭომ მოსწავლეებს ფასიანი საჩუქრები და სერტიფიკატები გადასცა. ამ პროექტის დროს მიღებული გამოცდილება დაეხმარება მოსწავლეებს მომავალშიც წარმატებით განახორციელონ სხვადასხვა სოციალური პროექტი.