ახალი საყულიის საჯარო სკოლაში ჭადრაკში შიდასასკოლო ტურნირი ჩატარდა
31-03-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი საყულიის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება.

30 მარტს, სკოლაში სპორტისა და ესთეტიკის კათედრის ორგანიზებითა და სპორტის მასწავლებლის ლევან ტვილდიანის ხელმძღვანელობით, ჭადრაკში შიდასასკოლო ტურნირი ჩატარდა.

ტურნირში სხვადასხვა კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. გამოვლინდნენ: პირველი (პეტრე ონიანი), მეორე (გენადი მუკბანიანი) და მესამე (თათია სვანაძე) ადგილების გამარჯვებულები.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები შეჯიბრში დიდი ინტერესითა და მოტივაციით ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203