„არა პოლიეთილენს!“ - კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები საინტერესო პროექტს ახორციელებენ
31-03-2022
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებსა თუ ღონისძიებებს მუდამ აქტიურად ახორციელებენ.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც მკვლევართა კლუბისა და ეკოკლუბის წევრების არიან პროექტის - „არა პოლიეთილენს“, განხორციელება დაიწყეს.

„შესაფუთი მასალა სახამებლიდან! ყველაზე დიდი რაოდენობით პოლიეთილენი შესაფუთ მასალად გამოიყენება. პლასტმასები ეს ბუნების თანამედროვე უბედურებაა, სკოლაში მოქმედმა მკვლევართა კლუბმა გასულ წელს დაიწყო ბიოდაშლადი თვისებების მქონე შესაფუთ მასალებზე ფიქრი. ახლა კი მათ ეკოკლუბიც შეუერთდა, მით უფრო რამდენიმე მოსწავლე ორივე კლუბის წევრია. პროექტის მონაწილეები გაეცვნენ ბიოპლასტმასების მიღების ისტორიას, წარმოებას. ბიოპლასტმასების მიღების ისტორიასთან ერთად, გაითვალისწინეს ჩურჩხელებისა და ტკბილიკვერის დამზადების ქართული ტრადიციული გამოცდილება, შესაფუთი მასალის დასამზადებლად გამოიყენეს: სახამებელი, წყალი, გლიცერინი, სუფრის ძმარი ან ლიმონჟავა, საკვები საღებავები. მოცემული ინგრედიენტების ერთობლიობამ მაღალ ტემპერატურაზე მოახდინა სახამებლის მოდიფიცირება. მიღებული მასალიდან დამზადებული შესაფუთი „აფსკები“ - ბიოპლასტმასებით სინთეზური მასალის შეცვლის ერთ-ერთი ალტერნატიული საშუალებაა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203