მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი პროექტი განახორციელეს
31-03-2022
9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება, რომლებშიც მოსწავლეები მუდამ ენთუზიაზმით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლაში პროექტი - „სკოლის ეზოს გამწვანება“ განხორციელდა.
პროექტში სკოლის ყველა კლასის მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებიც დიდი ხალისით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ ბავშვები გარემოზე მუდამ დაუღალავად ზრუნავენ და იციან, რომ სუფთა ბუნების შენარჩუნება აუცილებელია.