თბილისის N178 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა უკრაინელ თანატოლებს სოლიდარობა გამოუცხადეს
31-03-2022
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის N178 საჯარო სკოლაში უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებენ.

ამჯერად, სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა უკრაინელ ბავშვებსა და მთელს უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს. პატარებმა თანატოლებს ემოციური წერილები მისწერეს და მშვიდობის მალე დასადგურება უსურვეს.

აღსანიშნავია, რომ მეორეკლასელების კლასის ხელმძღვანელი გულთამზე ბულისკერია გახლავთ.

„- როგორი გაზაფხული გაუთენდათ უკრაინელ ბავშვებს?!

- ამ გაზაფხულზე უკრაინის ცაზე მერცხლები, რომ გამოჩნდებიან, ბავშვების ჟრიამულს, არ გაიგებენ, ნეტავ რას იზამენ?! აი, ასეთ კითხვები ჰქონდათ მე-2 კლასის მოსწავლეებს ქართულის გაკვეთილზე, როცა გაზაფხულზე ვსაუბრობდით.

საქართველოში მცხოვრები მეორეკლასელები სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ბავშვებს ვუსურვებთ, მალე უკრაინის გაზაფხულის უღრუბლო ცაზე, კაშკაშა და გამარჯვების მზე ანათებდეს ამინ!“, - აღნიშნულია, გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203