„გვიყვარდეს ხალხნო ერთმანეთი!“- მიქავას თემის N2 სკოლაში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, აქტივობა ჩატარდა
31-03-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს, რომლებმაც მსოფლიო ისტორიის ფურცლებზე დიდი ადგილი დაიკავეს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობას უძღვნიან.
სკოლაში ამჯერად, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი აქტივობა სახელწოდებით - „გვიყვარდეს ხალხნო ერთმანეთი“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა აღნიშნული დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო ბანერი შექმნეს და ისტორიაში ეს უდიდესი ტრაგედია კიდევ ერთხელ გაიხსენეს.