ტყიბულის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ჰიდროელექტროსადგური დაათვალიერეს
31-03-2022

ტყიბულის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ერა“ ქალაქში მდებარე ჰიდროელექტროსადგურში ​მინი ექსკურსიაზე იმყოფებოდა.

ეკოკლუბის წევრებმა დაათვალიერეს შენობაში არსებული აღჭურვილობა, გაეცნენ უსაფრთხოების წესებს, ნახეს იქ არსებული აღჭურვილობა და მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია მიიღეს შრომის დაცვის უფროსისგან, მარინა ცქიფურიშვილისგან.

ეკოკლუბის წევრებმა დაათვალიერეს როგორც ადმინისტრაციული შენობა, ასევე გარეთ არსებული მილები. გაეცნენ, თუ როგორ ხდება ეკოლოგიურად სუფთა მომარაგება. ამ ყველაფრის შესახებ ასევე ისაუბრა მექანიკური ჯგუფის უფროსმა, დავით კუბლაშვილმა და „შაორჰესის“ ხელმძღვანელმა მამუკა მიქიაშვილმა.

ეკოკლუბელები გასვლითი ტურიდან სასიამოვნო შთაბეჭდილებებითა და ინფორმაციით დატვირთულნი დაბრუნდნენ და თითოეულ თანამშრომელს მადლობას უხდიან. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203