
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გვიშტიბის საჯარო სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი კომპლექსური დავალებებია. მოსწავლეები და მასწავლებლები კომპლექსურ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.
ამჯერად, საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე საგანში - „ჩვენი საქართველო“, მე-5 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს.
„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, განხორციელდა აღნიშნული კომპლექსური დავალების მე-4 ეტაპის მონიტორინგი. გაკვეთილს პედაგოგი მიმოზა ლიპარტელიანი ხელმძღვანელობდა. სასწავლო პროცესს კი ექსპერტი დავით ჩივაძე ესწრებოდა.
იხილეთ ფოტო: