გავაზის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი აქტივობები დაიგეგმა
31-03-2022
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ შემეცნებით აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი, საინტერესო აქტივობები დაიგეგმა და განხორციელდა. ღონისძიებებს ფონად სლოგანი - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ გასდევდა.
აქტივობის ფარგლებში შეიქმნა საინფორმაციო ბანერები, მოსწავლეებმა ამ დღის სიმბოლო - ფერადი წინდები მოირგეს ხელებზე და საზოგადოებაში არსებული მითები დაანგრიეს.
შეგახსენებთ, რომ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2011 წლის დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და მოუწოდა ყველა გაეროს წევრ ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს 2012 წლიდან მომხდარიყო მისი ყოველწლიური აღნიშვნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის