წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში პოეზიის მსოფლიო დღე აღნიშნეს
31-03-2022
მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის პედაგოგების ხელშეწყობით მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თუ ლამაზ თარიღებს მუდამ მრავალფეროვან აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, პოეზიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სკოლის უცხო ენათა კათედრამ საინტერესო პოსტერები შექმნა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ცნობილ პოეტთა ლექსები ინგლისურ და გერმანულ ენებზე.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგები: თამარ უგლავა, ეთერ გერაძე, თამარ მიქაუტაძე, მარიკა ღურჭუმალიძე, ირმა კეთილაძე და როზა ხაბულიანი გახლავთ.

„პოეზიის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 21 მარტს აღინიშნება. პოეზია, ალბათ, კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე მიღწევაა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 21 მარტს პოეზიის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც იუნესკოს ოცდამეათე სესიაზე, პარიზში, 1999 წელს დაფუძნდა. პირველი პოეზიის საერთაშორისო დღე კი 2000 წელს პარიზში ჩატარდა, სადაც იუნესკოს შტაბ-ბინაა განთავსებული.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203