გაიცანით, ჭიათურის N2 საჯარო სკოლის ნიჭიერი მოსწავლე და წარმატებული სპორტსმენი ნიკოლოზ ჯაოშვილი
ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეულ მიღწევას სკოლა საზოგადოებას ყოველთვის დიდი სიხარულითა თუ სიამაყით აცნობს.სკოლის ერთ-ერთი საამაყო მოსწავლე მეექვსეკლასელი ნიკოლოზ ჯაოშვილია. მოსწავლე როგორც სწავლაშია წარმატებული, ასევე სპორტშიც გამორჩეული გახლავთ.
ნიკოლოზს ტრიათლონში (სპორტის კომპლექსური და ერთ-ერთი ყველაზე რთული სახეობა, რომელიც მოიცავს ცურვას, მარათონულ რბენას, მიზანში სროლას) მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს.
- პირველი ადგილი ტრიათლონში - 2020 წელი;
- თბილისის თასი - პირველი ადგილი - 2021 წელი;
- 2021 თბილისის თასი ცურვაში - ბრასი 50 მეტრი - მეორე ადგილი;
- 2022 ტრიათლონი (ცურვა, მარათონული რბენა, მიზანში სროლა) საქართველოს ჩემპიონატი - მეორე ადგილი, ვერცხლის მედალი.
აღსანიშნავია, რომ სკოლა ნიკოლოზს კიდევ უამრავ წარმატებასა და წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: