ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში უკრაინელი მოსწავლე მიიღეს
30-03-2022
დღეს უკრაინაში ომია; მშვიდობიანი მოსახლეობა იძულებულია, დატოვოს სამშობლო და სხვადასხვა ქვეყანას შეაფაროს თავი. საქართველოს კარი ღიაა უკრაინელებისთვის და არაერთი მოსწავლე უკვე სწავლობს ადგილობრივ სკოლებში.

მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინიდან ჩამოსული ბავშვები, ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებებში გამარტივებული წესით რეგისტრირდებიან, თანატოლები კი დიდი ოვაციებით ხვდებიან უკრაინელ ბავშვებს - ესაა მეგობრობისა და თანადგომის ნათელი მაგალითი.

ახალქალაქის N2 საჯარო სკოლასაც ჰყავს უკრაინელი მოსწავლე - რუსტამ ნესტერენკო ქალაქ დნეპრიდან და იგი მე-2 კლასში ისწავლის.

ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის ხელმძღვანელობამ პედაგოგიურ კოლექტივსა და მოსწავლეებთან ერთად, საოცრად თბილი დახვედრა მოუწყო რუსტამს, დირექციამ სახელმძღვანელოები, ნოუთბუქი, სასკოლო ნივთები გადასცა და ასე ჩაეყარა საფუძველი დიდ მეგობრობას, რომელსაც ვერასოდეს ვერაფერი გაანელებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203