„ნუ ინგრევ ჯანმრთელობას!“ - ფახულანის თემის N1 სკოლის მოსწავლეებმა თამბაქოსგან თავისუფალი მსოფლიო დღე აღნიშნეს
30-03-2022
აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის შემეცნებით და საინტერესო აქტივობებით აღნიშნავენ.

სკოლის კლუბის წევრებმა სხვა მოსწავლეებთან ერთად ამჯერად 29 მარტი - თამბაქოსგან თავისუფალი საქართველოს დღე აღნიშნეს.

აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა პოსტერები მოწოდებებით - „მოწევა კლავს“, „ნუ მაბოლებ“ და „ნუ ინგრევ ჯანმრთელობას“ შექმნეს.

აღსანიშნავია, რომ მოწოდებებით მოსწავლეები საზოგადოებაში გავიდნენ და თამბაქოს მოხმარების შემცირებისკენ ადამიანებს მოუწოდეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203