ოზურგეთის N4 სკოლაში უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს
30-03-2022
ოზურგეთის N4 საჯარო სკოლა უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.

უკრაინელი ხალხისადმი თანადგომის ნიშნად სკოლის მოსწავლეები გაერთიანდნენ და ერთობლივი ძალებით საჭირო და აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა გარკვეული რაოდენობის თანხაც შეაგროვეს და უკრაინელთა დასახმარებლად გადარიცხეს.

მოსწავლეები მეგობარ ქვეყანას დახმარებასთან ერთად კეთილ სურვილებსა და მშვიდობის სულ მალე დამყარების გზავნილებს უგზავნიან.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203