საჩინოს N2 საჯარო სკოლაში თამაში-ვიქტორინა - „სწორად გაანაწილე სიტყვები“ ჩატარდა
30-03-2022
საჩინოს N2  საჯარო სკოლაში მუმდივად ცდილობენ სასწავლო გარემო მიმზიდველი და მრავალფეროვანი იყოს. ამ მიზნით სკოლაში ხშირად ტარდება სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო აქტივობები. 

სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამჯერად III-IV და V-VI კლასის მოსწავლეებში ჩატარდა თამაში-ვიქტორინა ბუნებისმეტყველების საგანში -  „სწორად გაანაწილე სიტყვები“.

„თამაშის თემაში იყო ჩადებული შემდეგი ცნებები „მოვლენა; ნივთიერება; საგანი; ძალა...“ აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას მშობლებიც ესწრებოდნენ. მოსწავლეებმა ძალიან კარგად იმუშავეს სიტვების სწორ განაწილებაზე. ვიქტორინის ორგანიზატორები იყვნენ პედაგოგები ანნა წულაია, ეკატერინე ფიფია, ლანა არდია“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203