სართიჭალის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობისათვის დაჯილდოვდნენ
30-03-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები კონკურში „გაზაფხული“ „დედის დღე“ მონაწილეობდნენ.
კონკურსი dreams goals-ის მიერ იყო გამოცხადებული. მასში მე-9ბ კლასის მოსწავლე ნათია სისაური, მე-4 კლასის მოსწავლე ნუცა ცალუღელაშვილი და მე-6 კლასის მოსწავლე ელა ახმედოვა ჩაერთნენ.
ისინი სერტიფიკატებით დაჯილდოვნენ. მათი ხელმძღვანელი კი მასწავლებელი ინგა წიკლაური იყო.
მოსწავლეები კონკურსში დიდი მონდმებითა და ინტერესით ჩაერთნენ.