აღვის საჯარო სკოლის მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს
30-03-2022

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ აღვის საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ. 

უკრაინის მოსახლეობის პატივსაცემად და მხარდასაჭერად სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს. მოსწავლეებმა გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულებები და შეხედულებები.

 „სოლიდარობა უკრაინას!“, „მშვიდობა მსოფლიოს!“ - ასეთია მოსწავლეთა და მასწავლებელთა გზავნილი. 

ასევე აღვის საჯარო სკოლის თანამშრომლები ჰუმანიტარულ აქციას შეუერთდნენ და უკრაინელი ხალხის დასახმარებლად თავიანთი წვლილი შეიტანეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203