თბილისის N127 საჯარო სკოლაში, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტესტირება ჩატარდა
30-03-2022
თბილისის N127 საჯარო სკოლაში, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კოვიდტესტირება ჩატარდა. ტესტირება პერსონალს სკოლის ექიმმა ჩაუტარა და ეს გახლავთ ნათელი მაგალითი, თუ როგორ ზრუნავენ დირექცია და მასწავლებლები უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.
„საქართველოს საჯარო სკოლებში თანამშრომელთა თვითტესტირება დაიწყო. თბილისის N127 საჯარო სკოლის ექიმმა, ნათია იოსებიძემ ტესტირება ჩაატარა პედაგოგებში; მადლობა მას, რადგან სკოლის თანამშრომლებისა და მოსწავლეების იმედად, მუდამ მოწოდების სიმაღლეზეა“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.