„ჩვენს გულში დარჩებით დიდი სიყვარულით“ - საყდრიონის საჯარო სკოლა თანამშრომლის, ირინა აბულაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
30-03-2022
წალკის მუნიციპალიტეტის საყდრიონის საჯარო სკოლა მწუხარებას გამოთქვამს, მათი გამორჩეული თანამშრომლის ირინა აბულაძის გარდაცვალების გამო.
„საყდრიონის საჯარო სკოლის პედკოლექტივი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანამშრომელის - ქალბატონი, ირინა აბულაძის გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ ოჯახს და ვუსურვებთ უფლისგან სიძლიერეს.
ირინა, ღმერთმა ნათელში ამყოფნოს თქვენი ლამაზი და კეთილი სული. ჩვენს გულში დარჩებით დიდი სიყვარულითა და პატივისცემით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
სკოლის თანამშრომლის, ირინა აბულაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს „ეტალონი“ და უთანაგრძნობს მის კოლეგებს, ახლობლებსა და მეგობრებს.