„გაზაფხული და დედა“ - თბილისის N117 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს
30-03-2022
თბილისის N117 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თუ ლამაზ თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ და ამავდროულად, საინტერესო აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლის III კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი რ. მელითაური) 3 მარტთან დაკავშირებით ღონისძიება - „გაზაფხული და დედა“ გამართეს. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობები ჩაატარეს.

შეგახსენებთ, რომ დედის დღეს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს 3 მარტს, საქართველოში დედის დღის აღნიშვნა 1991 წლიდან პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ დედის დღის აღნიშვნას საუკუნოვანი ისტორია აქვს და სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულ მოვლენებს უკავშირდება.

იხილეთ ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203