პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის მე-4 კლასში ინტელექტუალური კონკურსი გაიმართა
30-03-2022
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის მეოთხე კლასში კონკურსი „ყველაზე ჭკვინი“ გაიმართა. 

კონკურში პირველი ადგილი ბარბარე მარღიშვილმა მოიპოვა, მეორე ადგილი ლიზი ღოლიჯაშვილმა და ნიკოლოზ მურადაშვილმა გაინაწილეს, ხოლო მესამე ადგილის მფლობელები ანი მურადაშვილი, ზუკა ჯაფიაშვილი და საბა მეზვრიშვილი გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ კონკურსში მოსწავლეები უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ ღირსეულად იასპარეზეს.

„კონკურსმა დიდი ინტერესი და კმაყოფილება გამოიწვია მოსწავლეებსა და მათ მშობლებში, რაც მათი კლასის ხელმძღვანელის დალი ბაშარულის დიდი დამსახურებაა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203