მარნეულის N4 სკოლაში ახალ სასწავლო წელს 80 პირველკლასელს ელოდებიან - მოსწავლეთა მისაღებად სამზადისი დაწყებულია
მარნეულის N4 საჯარო სკოლაში პირველკლასელთა მისაღებად აქტიურად ემზადებიან.როგორც სკოლის დირექტორმა, დილარა დარგალმა
Etaloni.ge-ს უთხრა, ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებით პირველკლასელებს ელოდებიან. წელს მათი რაოდენობა 80 იქნება.
დილარა დარგალი მშობლებს ურჩევს, რომ უფრო ყურადღებიანი იყვნენ და ბავშვების სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთონ.
აღსანიშნავია, რომ სკოლა ყველა მოსწავლეს მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულ გარემოს სთავაზობს. აქ მათ განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.