პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლე ბარბარე მარღიშვილმა საგნობრივ ოლიმპიადებში წარმატებას მიაღწია
30-03-2022
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლე ბარბარე მარღიშვილმა საგნობრივ ოლიმპიადებში წარმატებას მიაღწია.
მან წარმატება „კინგსის“ ქართულის, მათემატიკისა და ინგლისურის ოლიმპიადებში მოიპოვა. მას დიპლომები და საჩუქრები გადაეცა.
სკოლა ამაყობს მოსწავლით და მომავალშიც წარმატებას უსურვებს.
„სკოლის დირექცია და პედკოლექტივი ულოცავენ ბარბარესა და მის პედაგოგებს - დალი და მარიკა ბაშარულებსა და ლეილა ჩალაურს ამ წარმატებას და უსურვებენ შემდგომ წინსვლას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის