„ველოდებით, რომ დაჩქარებული წესით ააშენებენ სკოლას“- ახკერპის საჯარო სკოლის 2 კორპუსი მიწისძვრის შედეგად დაზიანდა
30-03-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახკერპის საჯარო სკოლის ახალი შენობა უნდა აშენდეს. 

ამის შესახებ Etaloni.ge-ს სკოლის დირექტორმა ვიოლეტა სუკასიანმა უთხრა. 

სკოლის შენობის 2 კორპუსი მიწისძვრამ ისე დააზიანა, რომ იქ სწავლის გაგრძელება შეუძლებელია, ამიტომაც სასწავლო პროცესი ონლაინ მომდინარეობს. 

დირექტორის თქმით, დაიდო დასკვნა, რომლის მიხედვითაც ახალი შენობა უნდა აშენდეს, ახლა კი ელოდებიან, რომ მშენებლობა მალე დაიწყება. 

„13- ში მიწისძვრის შედეგად სკოლის 2 კორპუსი დაზიანდა. ველოდებით, რომ დაჩქარებული წესით ააშენებენ სკოლას“,- თქვა სკოლის დირექტორმა ვიოლეტა სუკასიანმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203