ქსოვრისის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა შოკოლადის შესახებ საინტერესო ფაქტები შეიტყვეს
30-03-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა შოკოლადის შესახებ საინტერესო ფაქტები გაიგეს.
მათ, პედაგოგ თამუნა ლოხიშვილის ხელმძღვანელობით, აქტივობა შეასრულეს, გაიგეს, როგორ წარმოიშვა შოკოლადი, შემდეგ კი ცხელი შოკოლადის რეცეპტი შეიმუშავეს და მოამზადეს.
აქტივობა მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისო იყო.
„ტექსტიდან ბევრი ახალი ინფორმაცია შეიტყვეს შოკოლადის წარმოშობასთან დაკავშირებით. შეძლეს აბზაცების მიხედვით მთავარი აზრის გამოყოფა დეტალებისგან. ბოლოს კი შეიმუშავეს ცხელი შოკოლადის მომზადების რეცეპტი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის