იანეულის საჯარო სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია მოსწავლეებმა დაასუფთავეს
30-03-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში სხვადასხვა აქტივობები თუ ღონისძიებები ხშირად იმართება და ბავშვები ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ.

სკოლის მოსწავლეებმა ამჯერად, გარემოს დაცვის მიზნით სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

„ჩვენი მოვალეობა დავიცვათ და მოვუაროთ გარემოს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ თითოეულ მოსწავლეს აქვს გააზრებული თუ რამდენად მნიშვნელოვანია სუფთა გარემო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203