თბილისის N191 საჯარო სკოლის IVგ კლასის მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობები შეასრულეს.
მათ იგავ-არაკის „მგელი და კრავი“ დიორამები შექმნეს და როლური თამაშები შეასრულეს.
მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში დიდი ხალისით, მონდეომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. მეოთხეკლასელების ხელმძღვანელი მასწავლებელი ქეთევან ყოლბაია იყო.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი და მოწავლეები მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ.
იხილეთ ფოტოები: