არაფლოს საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წელს 26 პირველკლასელს ელოდებიან
30-03-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლაში აბიტურიენტების გასაცილებლად და პირველკლასელთა მისაღებად აქტიურად ემზადებიან.

როგორც სკოლის დირექტორმა, ისმაილ ფარაჯოვმა Etaloni.ge-ს უთხრა, წელს სკოლას სულ 15 აბიტურიენტი ამთავრებს. ისინი სწავლის გაგრძელებასა და უმაღლესი განათლების მიღებას აპირებენ. 

სკოლაში ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებით პირველკლასელებს ელოდებიან. წელს მათი რაოდენობა 26 იქნება.

აღსანიშნავია, რომ სკოლა ყველა მოსწავლეს მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულ გარემოს სთავაზობს. აქ მათ განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. სკოლაში ქართული და აზერბაიჯანული სექტორები აქვთ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203