საყუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო ღონისძიებაზე საინტერესო პრეზენტაციებით წარდგნენ
30-03-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით გელაშვილმა და ნინო ბარბაქაძემ თავიანთი საყვარელი სპორტის სახეობისა და სპორტსმენის შესახებ პრეზენტაციები მოამზადეს. 

მოსწავლეებმა პრეზენტაციები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის, სპორტული განყოფილების ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე – „ჩემი საყვარელი სპორტი და სპორტსმენი", წარადგინეს. 

აღნიშნული პროექტის მიზანი ახალციხელ მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. მასში ჩართულ მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადაეცათ. 

სკოლის დირექცია პროექტის ხელმძღვანელებს, მოსწავლეებსა და მათ პედაგოგ ელზა ხაჩიძეს მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203