თაზაკენდის N2 სკოლაში წელს 20-მდე პირველკლასელს ელოდებიან - სკოლა მოსწავლეებს მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გარემოს სთავაზობს
30-03-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაკენდის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო და ამავდროულად მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ. სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელს 19-20 მოსწავლეს ელოდებიან.

დირექტორმა, ლალაზარ ნასიბოვამ სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა, რომ სკოლას სულ მალე ახალი შენობა ექნება და სწავლა კიდევ უფრო სასიამოვნო, კომფორტული გახდება. აღსანიშნავია, რომ ავარიული შენობის გამო სწავლა ამჟამად ონლაინ მიმდინარეობს.

დირექტორი ლალაზარ ნასიბოვა მშობლებსა და ბავშვებს თაზაკენდის N2 საჯარო სკოლას გულით ურჩევს. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა მცირეკონტიგენტიანია მოსწავლეების ინტერესებზე სრულად არის მორგებული.

აღსანიშნავია, რომ სკოლის პროფესიონალ პედაგოგებს უამრავი მადლიერი მშობელი ჰყავს, რომლებიც ხედავენ მათ შვილებზე როგორ ზრუნავენ დირექცია და მასწავლებლები.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203