თბილისის N12 სკოლის მოსწავლეებმა - ლიზი გაგიევამ და ელენე მაისურაძემ აპლიკაციების კონკურსში გაიმარჯვეს
30-03-2022
თბილისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგების ხელმძღვანელობით სხვადასხვა საინტერესო კონკურსებსა თუ პროექტებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის IVკლასის მოსწავლეებმა ფერადი აპლიკაციების კონკურსში - „დედის დღე“ მონაწილეობდნენ, რომლის ფარგლებშიც ეროვნული სასახლის რჩეული ელენე მაისურაძე, ხოლო „ფეისბუქრჩეული“ ლიზი გაგიევა გახდა.

გამარჯვებულ მოსწავლეებს მასტერკლასი ხის სათამაშოების დამზადებაში ჩაუტარდებათ. მასტერკლასზე შესწავლილს კი მეგობრებსა და თანაკლასელებს გაუზიარებენ.

აღსანიშნავია, რომ ნიჭიერი მოსწავლეების პედაგოგი თამუნა ხიზანიშვილი გახლავთ; ბავშვები კონკურსში სწორედ მასწავლებლის დახმარებით ჩაერთნენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203