წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნახატების კონკურსში წარმატებას მიაღწიეს
30-03-2022
მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, მოსწავლეები ლუკა ჭიღლაძე და დემეტრე იმედაძე ნახატების კონკურსში მონაწილეობდნენ.
მე-8 კლასელმა ლუკა ჭიღლაძემ მე-3 ადგილი დაიმსახურა ხოლო მე-7 კლასის მოსწავლემ, დემეტრე იმედაძემ საპატიო ჯილდო „მერის რჩეული დაიმსახურა“.
„იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირმა „სპექტრი“ პროექტის - „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში ჩაატარა ნახატების კონკურსი. წყალტუბოს N2საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: ლუკა ჭიღლაძემ (VIIIბ კლასი) ნახატით - „არასოდეს შეგინიშნავთ მოქვითინე დედამიწა?“ მოიპოვა მე - 3 ადგილი. დემეტრე იმედაძემ (VIIა კლასი) ნახატით - „ჰარმონია-ბუნების კანონია“ დაიმსახურა საპატიო ჯილდო - „მერის რჩეული“ (ხელოვნების მასწავლებელი ირმა კაკრიაშვილი). ბავშვებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, ბატონმა გენადი ბალანჩივაძემ და კონკურსის ორგანიზატორებმა გადასცეს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის